Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში აფეთქებებმა, სულ ცოტა, 16 ადამიანი შეიწირა


სირიაში, სულ ცოტა, 16 ადამიანი დაიღუპა აფეთქებების შედეგად. ერთ-ერთი აფეთქება, რომელმაც რვა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 50 დაჭრა, დამასკის ცენტრში მოხდა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანა“ „ტერორისტებს“ აკისრებს აფეთქებაზე პასუხისმგებლობას. მისი ცნობით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. რვა ადამიანი შეიწირა სამხრეთში მდებარე ქალაქ სუვაიდაში აფეთქებამაც, რომელიც დანაღმული ავტომანქანით მოეწყო დაზვერვის სამსახურის რეგიონულ ოფისთან. ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, აფეთქების შედეგად დაიღუპნენ საჰაერო დაზვერვის სუვაიდის განყოფილების უფროსი და დაზვერვის სამსახურის შვიდი მუშაკი. იუწყებიან, რომ დაიჭრა 40-მდე პირი. სირიაში 2011 წლის გაზაფხულზე დაწყებული სამოქალაქო ომის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100 000-ს აღემატება.
XS
SM
MD
LG