Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასოცირების შეთანხმებისთვის უკრაინას ევროკავშირმა პირობა წაუყენა


უკრაინელ კანონმდებლებს ევროკავშირის წარგზავნილებმა ერთი კვირა დაუწესეს ისეთი კანონის მისაღებად, რომლითაც ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს გერმანიაში მკურნალობის საშუალება მიეცემა. უკრაინელ პარლამენტართა თანახმად, ამ კანონის მიღება არის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პირობა. უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ რუსლან კოშულინსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდერ კვასნიევსკიმ და ევროპის პარლამენტის ყოფილმა პრეზიდენტმა პატ კოქსმა უკრაინელ კანონმდებლებს მომავალ ხუთშაბათამდე დაუწესეს ვადა. უკრაინელი დეპუტატები მსჯელობენ კანონპროექტზე, რომელიც მსჯავრდებულებს საზღვარგარეთ მკურნალობის უფლებას მიანიჭებს. იულია ტიმოშენკოს შარშან მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას ზურგის ტკივილი აწუხებს. დასავლეთი თვლის, რომ ტიმოშენკოს მიმართ გამოტანილი მსჯავრი პოლიტიკურად მოტივირებულია. უკრაინას სურს ვილნიუსის 28-29 ნოემბრის სამიტზე ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG