Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი ირანის შესახებ ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ისრაელის პერმიერ-მინისტრ ბენაიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა ჟენევაში გამგზავრებამდე, სადაც მიმდინარეობს მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე. კერის ეს შეხვედრა ნეთანიაჰუსთან - უკვე მეორე ბოლო სამ დღეში - მოჰყვა ნეთანიაჰუს მძაფრ კრიტიკას ბირთვულ პროგრამაზე ირანთან შესაძლო შეთანხმების მისამართით. ასეთ შეთანხმებას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა „ისტორიული შეცდომა“ უწოდა. ვაშინგტონში ხუთშაბათს განაცხადეს, რომ ჟენევის მოლაპარაკებაში ირანთან ერთად მონაწილე ექვსი ქვეყანა - გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუმდივი წევრი და გერმანია მზად არიან ირანის წინააღმდეგ სანქციების შესამსუბუქებლად, თუ თეირანი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს თავისი ბირთვული პროგრამის შესაზღუდად. იერუსალიმიდან კერი მიფრინავს ჟენევაში, სადაც გამართავს სამმხრივ შეხვედრას ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG