Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა ნაციონალისტებმა ჰოლანდიის სამეფო წყვილზე თავდასხმა სცადეს


პოლიციამ რუსეთში აკრძალული ნაციონალ-ბოლშევიკური პარტიის ორი აქტივისტი დააკავა ჰოლანდიის მეფე ვილემ-ალექსანდრეზე თავდასხმის მცდელობისათვის. მათ ჰოლანდიის მეფეს, რომელიც მოსკოვის კონსერვატორიის დიდი დარბაზისაკენ მიემართებოდა პომიდვრები დაუშინეს. ამით თავდამსხმელებმა ჰოლანდიის მონარქს შეახსენეს რუს ნაციონალისტის ალექსანდრ დოლმატოვის ისტორია, რომელმაც როტერდამის ციხეშ თავი ჩამოიხრჩო მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ თავშესაფარზე ეთქვა უარი.

XS
SM
MD
LG