Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთი უერთდება ერთა თანამეგობრობის სამიტის ბოიკოტს


ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოხან სინგხმა უარს ამბობს მონაწილეობა მიიიღოს ერთა თანამეგობრობის სამიტზე, რომელიც შრი ლანკაზე 15-17 ნოემბერს გაიმართება. ამის მიზეზია შრი ლანკის ხელისუფლების უმოქმედობა, გადაჭრას პრობლემები, რაც ტამილების უფლებების დარღვევას უკავშირდება. დელის გადაწყვეტილება ოფიციალურად ორშაბათს გახდება ცნობილი. ინდოეთის ხელისუფლება მოუწოდებს შრი ლანკას, რათა ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრებ ტამილებს ფართო ავტონომია მიანიჭოს. უფრო ადრე ადამიანის უფლებათა გახშირებული დარღვევების გამო ერთა თანამეგობრობის სამიტის ბოიკოტის განზრახვა კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმაც გამოთქვა.
XS
SM
MD
LG