Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაცვლილი იპოვეს 17 ოქტომბერს დაკარგული ნინო გვასალია


17 ოქტომბერს დაკარგული ნინო გვასალია სამართალდამცველებმა მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა. 22 წლის ნინო გვასალია სახლიდან 17 ოქტომბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცველები და მეგობრები მას თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც ნინო გვასალიას დედამ, ლალი ცინცაძემ შვილის გაუჩინარების შემდეგ განაცხადა, გოგონამ თვითმკვლელობის სურვილი უმცროს ძმას გაუმხილა.
XS
SM
MD
LG