მსოფლიოს მრავალი ქვეყანა უგზავნის დახმარებას ფილიპინებს, სადაც, სავარაუდოდ, 10 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ძლიერმა ტაიფუნმა, „ჰაიანმა“. გაეროს მონაცემებით, სტიქიამ დააზარალა 9,5 მილიონი ადამიანი, გამოიწვია მასშტაბური ნგრევა. შეერთებული შტატები, ევროკავშირის წევრები, ავსტრალია და გაერო არიან იმ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ ფილიპინებს - უგზავნიან საკვებს, საბნებსა და კარვებს. ტაიფუნი, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ უძლიერესად არის მიჩნეული, პარასკევს დაატყდა ფილიპინებს.
ყველაზე პოპულარული
1