Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკოს ადვოკატი ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაშია ეჭვმიტანილი


უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს ადვოკატი გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, მარჰარიტა ველკოვამ, ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ვლასენკოს ოფიციალურად აცნობეს, რომ „ეჭვმიტანილია თავისი ყოფილი ცოლის მიმართ არაერთხელ სხეულის დაზიანების მიყენებასა და განზრახ ძალადობრივი ქმედების ჩადენაში". უკრაინის პარლამენტში ოპოზიციურ პარტია „ბატკივჩშინას“ ლიდერმა, არსენი იაცენიუკმა კიევში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვლასენკომ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ოპოზიციონერ დეპუტატებს და ასე მიაწოდა ინფორმაცია მისი შესაძლოა დაკავების შესახებ. პროკურატურამ ეს უარყო. წლის დასაწყისში ვლასენკომ, ყოფილმა კანონმდებელმა, დაკარგა მანდატი და შესაბამისად, მოეხსნა ბრალდებების მიმართ იმუნიტეტი. ვლასენკო თავის ყოფილ ცოლს ხუთი წლის წინ გაშორდა. იულია ტიმოშენკოს 2011 წელს მიუსაჯეს შვიდი წლით პატიმრობა, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებით, რომელსაც დასავლეთში პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნევენ.
XS
SM
MD
LG