Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერის განცხადებით, ირანის უარის გამო ჩაიშალა ჟენევაში შეთანხმება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უარყოფს ინფორმაციას, რომ მსოფლიოს წამყვან ექვს ქვეყანას შორის უთანხმოებამ ჩაშალა ჟენევაში ირანთან მოლაპარაკებაზე შეთანხმების მიღწევა. ამ ინფორმაციით, ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება საფრანგეთის პოზიციის გამო ჩაიშალა. მაგრამ კერიმ ორშაბათს აბუ დაბიში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებაზე ექვსი ქვეყანა ერთიანი პოზიციით გამოდიოდა, მაგრამ ირანელებმა ვერ შეძლეს „იმ კონკრეტულ მომენტში“ დათანხმებოდნენ წინადადებას. კერი იმედს გამოთქვამს, რომ რამდენიმე თვეში მიაღწევენ შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე და ეს შეთანხმება უზრუნველყოფს აშშ-ის მოკავშირე ისრაელის უსაფრთხოებას. მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასა და ირანს შორის მორიგი მოლაპარაკება 20 ნოემბერს არის მოსალოდნელი. იუწყებიან აგრეთვე, რომ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ ირანთან ერთად ხელი მოაწერა განცხადებას მომავალი თანამშრომლობის შესახებ. ცნობების თანახმად, მიღწეული შეთანხმება გზას უხსნის ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ინსპექტორების მიერ ირანის ატომური ობიექტების შემოწმებას და სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ზომების განხორციელებას.
XS
SM
MD
LG