Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანუაშვილი უარყოფს ბრალდებას, რომელსაც ყოფილი თანამშრომლები უყენებენ


საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი უარყოფს კრიტიკას, რომელსაც მის მიმართ გამოთქვამენ სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის და პრევენციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ნათია იმნაძე და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები. მათი განცხადებით, ომბუდსმენი თავს არიდებს სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების კრიტიკას და არღვევს საკუთარი თანამშრომლების უფლებებს. ამ ბრალდებების საპასუხოდ, სახალხო დამცველმა გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელშიც აღნიშნავს: „საქართველოს სახალხო დამცველი აბსურდულს, გამაოგნებელს და უტიფარს უწოდებს ნათია იმნაძის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი და მისი მოადგილის სამსახურიდან გათავისუფლება მათი მხრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის კრიტიკის გამო მოხდა და აღნიშნავს, რომ აღნიშნული განცხადებები არაფერია, თუ არა მისი სახელის შეგნებული დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა. სახალხო დამცველის აპარატი ორშაბათს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა პრევენციის ეროვნული სამსახურის მექანიზმმის სამმა თანამშრომელმა. მათი თქმით, სამსახურის დატოვების ბევრი მიზეზი არსებობდა, თუმცა კულმინაცია იყო ნათია იმნაძისა და მისი მოადგილის გათავისუფლება.
XS
SM
MD
LG