Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს შეწყდება საქართველოს მოქალაქეობის მსურველთა განცხადებების მიღება


დღეს 18 საათზე შეწყდება საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადებების მიღება. ინფორმაცია ამის თაობაზე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა გამოაქვეყნა. ამ ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის 5 ნოემბრიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქართველოს მოქალაქეობის ათასობით მსურველმა მიმართა. თუმცა მსურველთა დიდი რაოდენობისა და დროის სიმცირის გამო, ყველას დაკმაყოფილება შეუძლებელი ხდება, შესაბამისად, განცხადებების მიღებაც შეწყდება.
XS
SM
MD
LG