Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინების პრეზიდენტმა ტაიფუნის მსხვერპლის რაოდენობა დააზუსტა


გამანადგურებელი ტაიფუნის შედეგად ფილიპინებზე შეიძლება ორი ათასამდე ადამიანი დაღპულიყო, განაცხადა ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ბენინიო აკინომ "სი-ენ-ენ-თან" საუბარში. ადრე იუწყებოდნენ, რომ 10 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ტაიფუნმა „ჰაიანმა“. აშშ-მა ავიამზიდი და 20 მილიონი დოლარის სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა ფილიპინებში. ოფიციალური პირების ცნობით, ავიამზიდი „U.S.S. ჯორჯ ვაშინგტონი“ ჰონგ კონგიდან გაემგზავრა სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად. ხომალდს, რომელზეც იმყოფებიან 5000-მდე მეზღვაური და 80 თვითმფრინავი, ახლავს კიდევ ხუთი გემი ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გასაწევად, მომარაგების ჩასატანად. ფილიპინებს ბევრი სხვა ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციაც უწევს ათობით მილიონი დოლარის დახმარებას. გაეროს, რომელმაც ფილიპინებს საგანგებო ფონდიდან 25 მილიონი დოლარი გამოუყო, მონაცემებით, ტაიფუნმა ადგილნაცვალ პირებად აქცია 670 000-მდე ფილიპინელი, ის შეეხო 11 მილიონამდე ადამიანს.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG