Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო უწყება პოლონეთისაგან ბოდიშს მოითხოვს


რუსეთის საგარეო უწყებამ პოლონეთისაგან მოითხოვა ოფიციალური ბოდიში მას შემდეგ, რაც პოლონელი ნაციონალისტები თავს დაესხნენ რუსეთის საელჩოს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ვარშავაში გამართული დემონსტრაციის დროს. საგარეო უწყების განცხადებაში ასევე მოთხოვნილია „მიყენებული ზარალის ანაზღაურება, დამნაშავეების დასჯა და მომავალში მსგავსი პროვოკაციების აღკვეთა“. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მანისიტროში დაიბარეს პოლონეთის ელჩი, ვოიჩეხ ზაიაჩკოვსკი. ვარშავაში ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, 11 ნოემბერს პოლონეთის დამოუკიდებლობის დღისამდი მიძღვნილი მსვლელობისას, რომელშიც 50 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მოხდა პოლიციელებთან შეტაკება. აქციის მონაწილეებმა დაწვეს რუსეთის დროშა, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციელის ჯიხურს რუსეთის საელჩოსთან, ხოლო საელჩოს ტერიტორიას პეტარდები ესროლეს. დაშავდა რამდენიმე პოლიციელი, დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე. ვარშავის მერიამ დაგმო ძალადობა. იუწყებიან აგრეთვე, რომ წუხელ რუსეთის პოლიციამ გააძლიერა მოსკოვში პოლონეთის საელჩოს დაცვა.
XS
SM
MD
LG