Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში სასამართლომ მოითხოვა ოლეგ ნავალნის ქონების დაყადაღება


მოსკოვში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ძმის, ოლეგ ნავალნის ყველა საბანკო ანგარიშისა და ქონების დაყადაღების შესახებ. მოსკოვის ბასმანის საოლქო სასამართლოს წარმომადგენელმა ნატალია რომანოვამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დამნაშავედ ცნობს ნავალნის. რომანოვამ ჯერ თქვა, რომ გადაწყვეტილება მიმართულია ალექსეი ნავალნის მიმართ - მოგვიანებით მან შეასწორა, რომ საქმე ეხება ოლეგ ნავალნის. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გასულ კვირაში დაიწყო გამოძიება ოლეგ და ალექსეი ნავალნების წინააღმდეგ. ისინი ეჭვმიტანილი არიან ფულის მითვისებასა და ფულის გათეთრებაში, რამაც დააზარალა კოსმეტიკურ კომპანია „ივ როშას“ რუსული განყოფილება. ნავალნი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მას და მის ძმას დევნიან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კრიტიკის გამო.
XS
SM
MD
LG