Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ გამოაქვეყნა საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო, ოფიციალური შედეგი გამოაქვეყნა. შემაჯამებელ ოქმს დღეს მოაწერეს ხელი ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა. საბოლოო შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62,12% მოიპოვა. საარჩევნო ადმინისტრაციის სპიკერის ეკა აზარაშვილის განმარტებით, შედეგების საბოლოოდ შესაჯამებლად ცესკოს ვადა 16 ნოემბრის ჩათვლით ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ არცერთი ოქმი არ გასაჩივრებულა, კომისიამ საბოლოო შედეგები ვადამდე 4 დღით ადრე გამოაქვეყნა.
XS
SM
MD
LG