Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ყველა მსურველისთვის მოქალაქეობის მინიჭებას არ ვაპირებ


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის არ აპირებს ”განურჩევლად ყველა უცხოელს საფუძვლის გარეშე” მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. ”მე მაქვს მკაცრი კრიტერიუმები და ადამიანს მკვეთრად გამოხატული საფუძველი და საქართველოსთან კავშირი უნდა გააჩნდეს ქართული პასპორტის ასაღებად. როგორც წესი, ეს ეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველებს” - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ ფეისბუკით დღეს გავრცელებულ განცხადებაში. მისმა ადმინისტრაციამ საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების მსურველთა განცხადებების მიღება 12 ნოემბრის 18 საათიდან შეწყვიტა. მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია კვირის ბოლოსთვის გამოაცხადებს, თუ საერთო ჯამში რამდენმა პირმა მიმართა პრეზიდენტს და მათგან რამდენს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG