Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმოქმედობაში ადანაშაულებენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია უმოქმედობაში ადანაშაულებს და უყენებს ულტიმატუმს, რომ თუ სამი დღის ვადაში ის თანამდებობას არ დატოვებს, პოსტიდან თავად გადადგება. ამის შესახებ კი "ზესტაფონის" პრეზიდენტმა კლუბის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ულტიმატუმის საფუძველი საფეხბურთო არბიტრაჟის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვით, "ზესტაფონთან" მოდავე ამ კლუბის ყოფილი ფეხბურთელი თორნიკე გორგიაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა. ილია კოკაიას თქმით, სიჭინავა კლუბებისთვის სამართლიანი გარემოს შექმნას ვერ უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG