ყირგიზეთში გარდაცვლილი იპოვეს პოპულარული ტელეჟურნალისტი, ბაკიტ ბუკაევი. ბიშკეკში პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, ის წუხელ ბიშკეკში, მისსავე ბინაში იპოვა მეგობარმა. ბუკაევის გვამს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები და რამდენიმე დამწვრობა. პოლიცია აცხადებს, რომ დაწყებულია ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიება. ბუკაევმა პოპულარობა მოიპოვა გასართობი ტელეპროგრამების წაყვანით.
ყველაზე პოპულარული
1