Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში პატიმრობა მიუსაჯეს ორ ოპოზიციონერ ჟურნალისტს


აზერბაიჯანში პატიმრობა მიუსაჯეს ოპოზიციონერ ჟურნალისტებს, რაჰშად რამაზანოვსა და სარდარ ალიბეილის. ბლოგერ რამაზანოვს სასამართლომ ცხრა წლით პატიმრობა შეუფარდა ნარკოტიკების შენახვისათვის მაშინ, როცა ალიბეილის, რომელიც ოპოზიციურ გაზეთ „PS ნოტის“ რედაქტორია, სხვა საქმეზე, ხულიგნობის ბრალდებით მოუწევს ოთხწლიანი პატიმრობის მოხდა. ჟურნალისტების მომხრეები ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. განაჩენები დაგმო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნალმა“.
XS
SM
MD
LG