Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილოშ ზემანმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა გიორგი მარგველაშვილს


საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. "თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ, მთელი გულით მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევა. მოხარული ვარ, რომ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის არის მეგობრული, უპრობლემო და ისინი წარმატებით ვითარდება ეკონომიკის სფეროში", - ნათქვამია ჩეხეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში, რომლის თარგმანსაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს. ამასთან, მილოშ ზემანი დარწმუნებულია, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და ისინი საპრეზიდენტო პოსტებიდან, წვლილს შეიტანენ მის გაძლიერებაში. "ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში", - აღნიშნულია წერილში.
XS
SM
MD
LG