Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა მოუწოდებს კონგრესს არ დაუწესოს ირანს ახალი სანქციები


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოუწოდებს კონგრესს არ დაუწესოს ახალი სანქციები ირანს, სანამ გრძელდება მოლაპარაკებები ირანის სადაო ბირთვული პროგრამის გარშემო. აღნიშნული მიმართვა ობამამ გააკეთა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ მოლაპარაკება არის საუკეთესო საშუალება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანმა არ შექმნას ბირთვული იარაღი. რამდენიმე ამერიკელი კონგრესმენი და ასევე აშშ-ის მოკავშირე ისრაელი მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებები ნაადრევად არბილებს სანქციებს და გამოდიან მოწოდებით, რომ ახალი შეზღუდვებით გაძლიერდეს ზეწოლა ირანზე. საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომავალი კვირის განმავლობაში იგეგმება.
XS
SM
MD
LG