ფილიპინების მთავრობა აგრძელებს სამაშველო და ჰუმანიტარულ სამუშაოებს, ტაიფუნ „ჰაიანის“ შედეგების სალიკვიდაციოდ. თუმცა, როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ნგრევის მასშტაბის გამო სამაშველო სამუშაოები ფერხდება. პარასკევს ცნობილი გახდა, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დაახლოებით 2621-ს აღწევს. უსახლკაროდ არის დარჩენილი 600 ათასი კაცი. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გრძელდება ჰუმანიტარული ტვირთების ჩატანა ფილიპინებზე. ყველაზე მძიმედ დაზარალებულ რაიონებს საკვებსა და სასმელ წყალს შვეულმფრენების საშუალებით მიაწვდიან.
ყველაზე პოპულარული
1