Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვის პრეზიდენტი საქართველოში ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავიდა


ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, რომელიც საქართველოში შაბათ საღამოს ჩავიდა ხვალ, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას დაესწრება. ამასთან, ლიტვის პრეზიდენტი შეხვედრებს ქართველ კოლეგასთან და პრემიერ-მინისტრთან გამართავს. მხარეები ვილნიუსის სამიტის წინა პერიოდის სამუშაოებსა და სამიტზე განსახილველ საკითხებს განიხილავენ. ინაუგურაციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ასევე ჩავიდა დელეგაცია ყირგიზეთიდან, რომელსაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს. საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას უცხოეთიდან სულ 53 დელეგაცია დაესწრება.
XS
SM
MD
LG