Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზანის აეროპორტში მომხდარ ავიაკატასტროფაში 52 კაცი დაიღუპა


ყაზანის აეროპორტში კვირას საღამოს ჩამოვარდა ავიაკომპანია „თათარსტანის“ კუთვნილი თვითმფრინავი „ბოინგ 737“. ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა. სულ 52 კაცი, რომელთა შორის არის თათრეთის პრეზიდენტის რუსტამ მინიხანოვის შვილი, ირეკი და თათრეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი იური კამლინოვი. დაღუპულების ნათესავებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მთავრობას დაავალა კომისიის შექმნა, რომელიც ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის.
XS
SM
MD
LG