Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი მთავრობა დამტკიცდება რამდენიმე დღეში


პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს და ახალ მთავრობას პარლამენტი 3-4 დღეში გამოუცხადებს ნდობას. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დაკომპლექტებას კონსტიტუცია პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 21 დღის ვადაში განსაზღვრავს, პარლამენტი მმართველი გუნდის დამტკიცებას შემჭიდროებულ ვადებში გეგმავს. მთავრობის ფორმირებასთან და მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრების გრაფიკი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დამტკიცდება. სხდომა 18 საათზე დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თანახმად, მინისტრობის კანდიდატებს საპარლამენტო კომიტეტები 19 ნოემბერს მოუსმენენ, მთავრობის ახალ შემადგენლობას კი 20 ნოემბერს უყრიან კენჭს.
XS
SM
MD
LG