პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ორი ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა დემონსტრაციაში რელიგიურ ჯგუფებს შორის გასული კვირის ძალადობის გასაპროტესტებლად. ინციდენტი მოხდა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარე ხიბერ-პახტუნხვის პროვინციაში, ქალაქ კოჰატში. სუნიტი აქტივისტები აპროტესტებდნენ პარასკევს ისლამაბადის მახლობლად, ქალაქ რავალპინდიში მომხდარ ძალადობას. აქტივისტები შიიტურ მეჩეთსს უახლოვდებოდნენ, როცა მათ შეიარაღებულმა პირებმა ესროლეს, მოკლეს, სულ ცოტა, ორი და დაჭრეს სამი დემონსტრანტი. პაკისტანის პოლიციის ცნობით, სუნიტებმა საპასუხოდ ჰაერში ისროლეს. მოგვიანებით პოლიციამ რაიონი გადაკეტა. გამოცხადდა კომენდანტის საათი.
ყველაზე პოპულარული
1