Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავარაუდოდ, ვახტანგ კაპანაძე უხელმძღვანელებს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს


საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ძნელაძეს სავარაუდოდ, შეცვლის მისი მოადგილე ვახტანგ კაპანაძე - ამის შესახებ სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” იუწყება სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით. შტაბის უფროსს საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით პრეზიდენტი ნიშნავს. ამ თანამდებობაზე ირაკლი ალასანიას წარდგინებით პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე შარშან დეკემბერში დანიშნა მიხეილ სააკაშვილმა. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ კაპანაძის კანდიდატურის განხილვას ადასტურებენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმოამდგენლები.
XS
SM
MD
LG