Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი: ერთმანეთს ემთხვევა ჩემი და პროკურორობის კანდიდატის ხედვა


იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის განცხადებით, მისი და მთავარი პროკურორობის კანდიდატის, ოთარ ფარცხალაძის ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას ჰქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა მომავალ მთავარ პროკურორთან. მისი თქმით, მათ დეტალურად განიხილეს ის საკითხები, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთავარი პროკურატურისთვის და ზოგადად საქართველოში საგამოძიებო საქმისთვის. "ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ ბატონი ფარცხალაძის და ჩემი ხედვა აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო საქმე ჩვენ უნდა ავიყვანოთ ხელოვნების ხარისხში. მტკიცებულებების და გამომძიებლის საქმე თუ არ იქნება პრიორიტეტი, მაშინ თვითონ პროკურორს გაუჭირდება მუშაობა. მას აქვს ძალიან კონკრეტული ხედვა იმ რეფორმების შესახებ, რომელიც პროკურატურაში უნდა ჩაატაროს და მე ვიქნები ერთ-ერთი ამ გუნდის წევრი, რომელიც მას ამ საქმეში მაქსიმალურად შეუწყობს ხელს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
XS
SM
MD
LG