Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გახდება ცნობილი ბოინგ 737-დან ამოღებული „შავი ყუთის“ შედეგები


ყაზანში აფეთქებული ბოინგ 737-ის „შავი ყუთის“ გაშიფრული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის მაქსიმ სოკოლოვის განცხადებით, თავად ავიაკატასტროფის გამოძიება, რომელსაც 50 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა დიდ დროს მოითხოვს. ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიებაში რუს ექსპერტებს ამერიკელი სპეციალისტებიც დაეხმარებიან. გრძელდება გარდაცვლილთა გვამების ექსერტიზა. ექსპერტების განცხადებით, საქმეს ართულებს ისიც, რომ გვამები ძალიანაა დაზიანებული. ბოინგის ჩამოვარდნის დროს, მას ცეცხლი წაეკიდა და აფეთქდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. განიხილება ავიაკატასტროფის მიზეზების რამდენიმე ვერსია: პილოტების შეცდომა, თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა, უხარისხო საწვავი, დისპეტჩერების არასწორი მუშაობა და მეტეოროლოგიური პირობები. ბოინგ 737, რომელიც მოსკოვიდან ყაზანში მიფრინავდა, კვირა საღამოს, ყაზანის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქდა. დაიღუპა 44 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი. დღეს ყაზანის აეროპორტი მუშაობას სრულად განაახლებს.
XS
SM
MD
LG