უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხუთშაბათს განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოსათვის სამკურნალოდ უცხოეთში წასვლის უფლების მიცემას. კანონპროექტის განხილვას დღეს აპირებდნენ. ევროკავშირი ტიმოშენკოს გათავისუფლებას აყენებს პირობად უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად, რაც, გეგმით, ვილნიუსის სამიტზე, 28-29 ნოემბერს უნდა მოხდეს. ევროკავშირი „შერჩევითი სამართლის“ გამოვლინებად მიიჩნევს ტიმოშენკოს გასამართლებას ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებით.
ყველაზე პოპულარული
1