Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თათრეთში გააძლიერეს უშიშროების ზომები შესაძლო ტერორისტული საფრთხის გამო


თათრეთის დედაქალაქ ყაზანში გააძლიერეს უშიშროების ზომები, შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ ხელისუფლების განცხადების ფონზე. ყაზანის მერიის ცნობით, პოლიციამ გააქტიურა მუშაობა მეტროში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საწარმოებში. გამოკრულია სპეციალური პლაკატები მოსახლეობისათვის უშიშროების ზომებზე ინსტრუქციებით. უშიშროების ზომების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს სამშაბათს, ყაზანის ადმინისტრაციის საგანგებო სხდომაზე. კვირას თათრეთში სამართალდამცველებმა გამოაცხადეს, რომ ქალაქ ტუბან კამაში და ალექსეის რეგიონში იპოვეს დიდი რაოდენობით თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები. ასევე კვირას, თათრეთში აღირიცხა მართლმადიდებელი ეკლესიებისათვის ცეცხლის წაკიდების ორი შემთხვევა.
XS
SM
MD
LG