Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვარცენბერგის აზრით, საქართველომ "საუცხოო პროგრესს" მიაღწია


ჩეხეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, კარელ შვარცენბერგის აზრით, საქართველომ „საუცხოო პროგრესს“ მიაღწია. ეს შეფასება შვარცენბერგმა გამოთქვა დღეს, ჩვენი რადიოს პრაღის შტაბბინაში სტუმრობისას. „უნდა ვთქვა, რომ საქართველომ თავი გაართვა ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლას, რაც ნამდვილად არ იყო მტკიცე ტრადიცია. ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდა. მანამდე მმართველი პარტია გადადგა. ყოფილმა პრეზიდენტმაც იგივე გააკეთა. არ ყოფილა სისხლისღვრა და ყველაფერი დემოკრატიულ ჩარჩოებში მოხდა - ეს ყველაფერი მართლაც პროგრესია საქართველოში. როცა ვიხსენებ საქართველოში 90-ანი წლების მოვლენებს, უნდა ვთქვა, რომ ამ ქვეყანამ მართლაც საუცხოო პროგრესს მიაღწია“, - განაცხადა ჩეხეთის პარლამენტის წევრმა, პარტია "TOP 09"-ის ლიდერმა კარელ შვარცენბერგმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში, რომელიც შეეხო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში შექმნილ ვითარებას.
XS
SM
MD
LG