საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის განხილვას განაგრძობს ქუთაისის საქალაქო სასამართლო. მათ ბრალად ედებათ მოქალაქეთა ფიქტიურად დასაქმება არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის სანაცვლოდ და ამ გზით სახელმწიფოს დაზარალება 5 მილიონი ლარით. ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ მის საქმეზე პროკურატურის დაკვეთით ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დაირღვა საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პრაქტიკულად ყველა ძირითადი მოთხოვნა. "სასამართლომ არსებით განხილვებზე დასაკითხად პროკურატურას დაუმტკიცა უპრეცედენტო რაოდენობა - 3969 მოწმე, რომლებიც ბრალდების მხარეს სჭირდება ფარად ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის დროს”, - განაცხადა მერაბიშვილმა. მისივე შეფასებით, ”ივანიშვილის პროკურატურა და მორჩილი სასამართლო” ცდილობენ მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან, თბილისიდან ქუთაისამდე ხშირად ატარონ 600-კილომეტრიან გზაზე , რათა ვერ მოახდინოს კონცენტრირება და ვერ დაიცვას მისი უფლებები. ვანო მერაბიშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და უაზრო სასამართლო პროცესები ვერ შეაშინებს.
ყველაზე პოპულარული
1