Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა კარგი შედეგით მიდის ვილნიუსის სამიტზე


საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა ვილნიუსის სამიტზე კარგი შედეგით მიდის. ”საქართველომ ჩაატარა ევროპული არჩევნები, რაც ევროპის წინაშე წარდგომისთვის უაღრესად კარგი წინაპირობაა” - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილმა. შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, უკრაინის მოვლენები საქართველოზეც აისახოს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს აქვთ ერთიანი ხედვა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია. ”შესაბამისად, ნებისმიერ სირთულეს, თუ გამოწვევას გადავლახავთ ერთად და პარაფირებიდან ერთ წელიწადში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ამბიციური გეგმა რჩება ჩვენი მთავრობის მთავარ სტრატეგიად”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ვილნიუსის სამიტზე, სადაც ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების პარაფირება უნდა მოხდეს, თბილისის ოფიციალურ დელეგაციას პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. სამიტი 28-29 ნოემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG