Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დემონსტრანტები ნატოს მომარაგების მაგისტრალის გადაკეტვას მოითხოვენ


პაკისტანის ხაიბერ პახტუნხვას პროვინციაში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, მიმდინარეოსბ აქცია, რომლის მონაწილეები მოითხოვენ გადაიკეტოს ავღანეთში ნატოს ჯარის მომარაგების ერთ-ერთი მაგისტრალი. ორი პარტიის, „ტეხრიკე-ინსაფის“ და „ჯამაათ-ე-ისლამის“ ათასობით მომხრე შეიკრიბა ფეშავარის გარეუბანში, მთავარ ავტომაგისტრალზე. ეს პარტიები პროვინციის ადმინისტრაციის პარტნიორები არიან. მათ პირობა დადეს, რომ გადაკეტავენ მთავარ მარშრუტს, რომლის გზითაც ხორციელდება ნატოს ძალების მომარაგება. მათი პროტესტი მიმართულია პაკისტანის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ უპილოტო თვითმფრინავებით ჩატარებული ოპეორაციების წინააღმდენ. „ტეხრიკე-ინსაფი“ ვაშინგტონთან ისლამაბადის თანამშრომლობის წინააღმდეგია და თვლის, რომ უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმების მოწყობა ტერიტორიზმის გავრცელებას უწყობს ხელს. ავღანეთში ნატოს ჯარს ტვირთი მიეწოდება ორი გზით, ხაიბერ-პახტუნხვას და სამხრეთში, ბელუჯისტანის გავლით.
XS
SM
MD
LG