Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა


თბილისში კვირას გაიმართა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების "ქართულმა ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" რიგით მესამე ყრილობა. მასზე გაერთიანების დამაარსებელმა და საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან თავისი წავლის და სამოქალაქო სექტორში გადასვლის შესახებ განაცხადა. ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს, ის პრემიერ-მინისტრი ირაკი ღარიბაშვილი იქნება, გენერალურ მდივნად ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე დაამტკიცეს. აირჩა ახალი პოლიტსაბჭო, რომლის შემადგენლობაც 21-დან 12-მდე შემცირდა. ყრილობაზე ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკაში ყოფნის პერიოდი შეაფასა და აღწერა, თუ როგორი სურს იხილოს პარტია „ქართული ოცნება“. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სოციალური ორიენტაციის სამართლებრივი სახელმწიფოს შენება იქნება მისი ორგანიზაციის პრიორიტეტი.
XS
SM
MD
LG