Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ათეულ ათასობით ადამიანი მოითხოვს ევროკავშირთან ხელშეკრულებას


ათეულ ათასობით დემონსტრანტი გავიდა კიევის ქუჩებში და პროტესტი გამოთქვა მთავრობის გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს მოლაპარაკება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულოების გარშემო. კიევის ქუჩებში მსვლელობის მონაწილეები გაჰყვიროდნენ ლოზუნგს "უკრაინა ევროპაა!" რეგიონების პარტიამ მმართველმა ძალამ საპირისპირო მიმართულების ბევრად უფრო მცირე მიტინგი მოაწყო. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატებმა მიმართეს ხალხს, რომ არ არის საჭირო ევროკავშირთან დაახლოებაში აჩქარება, რომ მის ნაცვლად დიალოგია საჭირო რუსეთთან. ხელშეკრულების ხელმოწერის პირობა ბრიუსელის მხრიდან იყო საპატიმროში მყოფი იულია ტიმოშენკოს სამკურნალოდ გერმანიაში გაშვება. პარლამენტმა შესაბამის კანონს მხარი არ დაუჭირა.
XS
SM
MD
LG