Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ითხოვს უკრაინის რადის რიგგარეშე სხდომას


უკრაინის ოპოზიციური ფრაქციები 27 ნოემბერს, უკრაინის უმაღლესი რადის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვენ. ოპოზიციას სურს, გადახედოს საკითხებს, რომლებიც საშუალებას მისცემს უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმოს ვილნიუსის სამიტზე, 28-29 ნოემბერს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის აჩერებს უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ხელისუფლება ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის ფინანსურ მხარდაჭერაზე უარს ასახელებს. ამასთან, კიევში გრძელდება უვადო საპროტესტო აქციები. ასეულობით ადამიანმა გაატარა ღამე ევროპის მოედანზე გაშლილ კარვებში. შუაღამისას სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის თანამშრომლები შეეცადნენ დაეშალათ კარვები, თუმცა საბოლოო აღება ვერ მოახერხა. როგორც გამოცემა „უკრაინსკაია ზვეზდა“ იუწყება, მილიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მაგრამ აქციის მონაწილეების მხრიდან აქტიური წინააღმდეგობის შედეგად, უკან დაიხია. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ოპოზიციის ინფორმაციით, კიევში, ევროპის მოედანზე კვირას გამართულ აქციაში მონაწილეობა მიიღო 100 000-მდე ადამიანმა. სამამრთალდამცავი ორგანოების განცხადენით კი, საპროტესტო აქციის მონაწილეთა რიცხვი 50 000 იყო. აქციის მონაწილეები დღეს კიევში მთავრობის სახლის პიკეტირებას აპირებენ. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ოპოზიცია კიევში, "ევროპის მოედანზე" აპირებს ჩამოაყალიბოს კოლონა, რომელიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობის ბლოკირებას მოახდენს.
XS
SM
MD
LG