Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო სამხრეთ ნაკადის გაზსადენის სერბეთის მონაკვეთის მშენებლობა


ოფიციალურად გაიხსნა რუსეთის სამხრეთ ნაკადის გაზსადენის სერბეთის მონაკვეთის მშენებლობის პროცესი. ცერემონიაში სერბეთის პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ივიცა დაჩიჩი და კომპანია გაზპრომის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი ღებულობდნენ მონაწილოებას. 1,9 მილიარდი ევროს ღირებულებისა და 421 კილომეტრის სიგრძის გაზსადენის მონაკვეთის მშენებლობის შეთანხმებას სერბეთის მთავრობამ და გაზპრომმა ხელი 2012 წლის ოქტომბერში მოაწერეს. ბუნებრივი აირის ნაკადი რუსეთიდან 2016 დასაწყისში დაიძვრება და გაზსადენით შავი ზღვის გავლით ბულგარეთს, სერბეთს, უნგრეთსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს მიეწოდება. სამხრეთ ნაკადი რუსეთს შესაძლებლობას მისცემს ევროპის ქვეყნებს უკრაინის გვერდის ავლით მიაწოდოს ბუნებრივი აირი.
XS
SM
MD
LG