Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ კარზაისგან ითხოვს უსაფრთხოების შეთანხმების ხელმოწერას


თეთრი სახლი აცხადებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა სიუზან რაისმა გააფრთხილა ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი, რომ აშშ შეუდგება ავღანეთიდან დასავლეთის ქვეყნების ყველა სამხედრო დანაყოფის გაყვანის დაგეგმვას, თუკი კარზაი სასწრაფოდ არ მოაწერს ხელს უსაფრთხოების შეთანხმებას. ჰამიდ კარზაიმ უარი განაცხადა შეთანხმების ხელმოწერაზე, რადგან თვლის, რომ მას ხელი მხოლოდ აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა მოეწეროს. თეთრი სახლის განცხადებით, ქაბულში შეხვედრისას რაისმა კარზაის განუცხადა, რომ შეთანხმების ხელმოუწერლობის შემთხვევაში აშშ-ს „არ რჩება არჩევანი“ გარდა იმისა, რომ ნატოს ეგიდით ავღანეთში მყოფი ყველა სამხედრო 2014 წლი შემდეგ გაიყვანოს ქვეყნიდან. შეთანხმება, რომელსაც მხარი დაუჭირა „ლოია ჯირღამ“ (ავღანეთის უხუცესთა დიდმა კრებამ), ავღანეთში აშშ-ის ძალების 2014 წლის შემდეგ დარჩენას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG