Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გრძელდება ოპოზიციის საპროტესტო აქცია


კიევში, უკრაინის მთავრობის შენობასთან პიკეტს აწყობენ ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე დემონსტრანტები. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას. ღამით დემონსტრანტები კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე დარჩნენ და გასათბობად კოცონი დაანთეს. უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა იულია ტიმოშენკომ ორშაბათს შიმშილობა გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად. პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პირობა დადო, რომ ვრცელ ტელეინტერვიუში ისაუბრებს ევროკავშირის საკითხში თავის პოლიტიკურ კურსზე და ყველა შეკითხვას უპასუხებს. მას არ დაუსახელებია ინტერვიუს თარიღი.
XS
SM
MD
LG