Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა წარადგინა შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა


შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა წარადგინა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისი გადაწყვეტილებით, კომისიას ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი უხელმძღვანელებს. კომისიის ახალი წევრები არიან ლია მუხაშავრია, კახა კოჟორიძე, თამარ ხიდაშელი, ეკა გიგაური, ბასა ჯანიკაშვილი, კოტე ჯანდიერი, ზვიად ქორიძე და თეა გოგოტიშვილი. კომისიის შემადგენლობაში დარჩნენ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, მწერალი გივი შაჰნაზარი და მიტროპოლიტი თეოდორე. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, შეწყალების კომისიის წევრთა შერჩევისას მათ მიმართ საზოგადოების ნდობის გარდა გაითვალისწინა ის ფაქტორი, რომ არცერთ მათგანს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან კავშირი არა აქვს. ”კონკრეტული მიმდინარე საქმეების გარდა კომისია იმუშავებს მისი დებულების დასახვეწად და პატიმართა შეწყალების კრიტერიუმები მკაფიოდ და გასაგებად გაიწერება”, - განაცხადა კომისიის ახალმა თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა. მისივე თქმით, კომისია ყველაფერს გააკეთებს, რათა შესაწყალებელ პატიმართა სია პრეზიდენტს ახალ წლამდე წარუდგინოს.
XS
SM
MD
LG