Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში არმიის ხელმძღვანელი დაინიშნა


პაკისტანში გენერალ-ლეიტენანტი რაჰილ შარიფი დაინიშნა არმიის ახალ ხელმძღვანელად. ეს პოსტი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამდებობაა ამ ბირთვული არსენალის მქონე სახელმწიფოში. შარიფი შეცვლის გენერალ აშფაყ პარვეზ კაიანის, რომელმაც ამ თანამდებობაზე ექვსი წელი იმსახურა. ამასთან, ოფიციალური პირების ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა გენერალ-ლეიტენანტი რაშიდ მაჰმუდი დანიშნა გაერთიანებული შტაბის კომიტეტის ხელმძღვანელად. ამ ორ პოსტს განიხილავენ მთავარ თანამდებობებად ისლამისტ მეამბოხეებთან ბრძოლის პროცესში. პაკისტანს მისი 65-წლიანი ისტორიის ნახევარზე მეტი დროის განმავლობაში სამხედროები მართავდნენ, გადატრიალებების შედეგად.
XS
SM
MD
LG