Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: საქართველო უკრაინაზე ნაკლებადაა დამოკიდებული რუსეთზე


საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ უკრაინის გადაწყვეტილებამ, შეაჩეროს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხებისთვის მზადება, შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოზე. „პირიქით, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ამ პროცესის დაჩქარებას“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 27 ნოემბერს. ამასთან, ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინა და მოლდავეთი უფრო მეტად არიან დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე საქართველო. „მუსირებს აზრი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა გაიზარდოს პროვოკაციების რაოდენობა. ამას დრო გვაჩვენებს. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მობილიზებული იმისათვის, რომ დროულად მოვახდინოთ პრევენცია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
XS
SM
MD
LG