Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია და სამხრეთი კორეა არ ცნობენ ფრენისათვის აკრძალულ ზონას, რომელიც ჩინეთმა გამოაცხადა


იაპონია და სამხრეთი კორეა არ ცნობენ ფრენისათვის აკრძალულ ზონას, რომელიც ჩინეთმა ბოლოხანს გამოაცხადა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაზე. იაპონიის სანაპირო დაცვის დღევანდელი განცხადებით, მან ფრენა განახორციელა ამ რეგიონში ისე, რომ მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებიც იუწყებიან რეგიონში ფრენის შესახებ. ჩინეთმა სამშაბათს გამოაცხადა საჰაერო თავდაცვის ზონა და განმარტა, რომ ამ ზონაში ფრენის შემთხვევაში, საჭიროა ფრენის გეგმის წარმოდგენა, იმის გამოცხადება, თუ რომელ სახელმწიფოს ეკუთვნის საფრენი აპარატი და მუდმივ კომუნიკაციაში ყოფნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩინეთის მხარე „თავდაცვის საგანგებო ზომებით“ იმუქრება. ზონა მოიცავს კუნძულებს, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებენ იაპონია, ჩინეთი და ტაივანი. ზონა მოიცავს ასევე წყალქვეშა კლდეს, რომელსაც სამხრეთი კორეა თავის ტერიტორიად მიიჩნევს. შეერთებულმა შტატებმა გააკრიტიკა ჩინეთის ნაბიჯი და სამშაბათს ზონაში საფრენად გაუშვა B-52 ტიპის ორი ბომბდამშენი, შეიარაღების გარეშე.
XS
SM
MD
LG