Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა ატომური სააგენტოს ექსპერტები მიიწვია არაკის საწარმოს შესამოწმებლად


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ირანმა გაეროს ინსპექტორები მიიწვია ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული, არაკის მძიმე წყლის საწარმოს შესამოწმელად. ამის შესახებ ატომური ენერგეტიკის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, იუკია ამანომ განაცხადა ვენაში, სააგენტოს მმართველთა საბჭოს სხდომაზე. მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასთან მოლაპარაკებაზე კვირას მიღწეული შეთანხმებით, ირანი დაყაბულდა ურანის გამდიდრების პროგრამის დროებით, ნახევარი წლით შეზღუდვას, რის სანაცვლოდაც გაუქმდება ირანის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო სანქციების ნაწილი. არაკში აგებული რეაქტორი უცხოეთში შეშფოთებას იწვევს, რადგან მასზე შესაძლებელია იარაღისთვის გამოსადეგი პლუტონიუმის დამზადება.
XS
SM
MD
LG