Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლომ გირაო შეუფარდა „გრინპისის“ ბოლო დაკავებულ აქტივისტსაც


რუსეთში სასამართლომ გირაო შეუფარდა „გრინპისის“ ბოლო დაკავებულ აქტივისტსაც - ავსტრალიის მოქალაქე კოლინ რასელს, რომელსაც ციხიდან გამოუშვებენ გირაოდ განსაზღვრული 2 მლნ რუბლის (60 000 დოლარის) გადახდის შემდეგ. რუსმა სამართალდამცველებმა წელს სექტემბერში დააკავეს „გრინპისის“ 28 აქტივისტი და ორი ჟურნალისტი, რომლებიც არქტიკაში, „გრინპისის“ გემზე იმყოფებოდნენ „გაზპრომის“ საწინააღმდეგო პროტესტის დროს. კოლინ რასელის გარდა, აქამდე ყველა დაკავებული გირაოთი გამოუშვეს. მათ ხულიგნობის ბრალდება აქვთ წაყენებული და სასამართლო პროცესს ელოდებიან.
XS
SM
MD
LG