Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილნიუსში გაიმართა არაფორმალური სამუშაო ვახშამი


ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გაიმართა არაფორმალური სამუშაო ვახშამი. ვახშამზე ყველაზე ბოლოს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გამოცხადა. ვახშმამდე ვიქტორ იანუკოვიჩმა შეხვედრები გამართა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპესთან და ევროკომისიის წარმომადგენელ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინამ უარი თქვა ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას უკრაინაში პერმანენტული, ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება.
XS
SM
MD
LG