1 დეკემბერს კომპანია “საქდოკ ფილმი” თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში დოკუმენტური კინოპროექტების განვითარების კურსს იწყებს - სემინარებს, მასტერკლასებს, კონკურსებს ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი დოკუმენტალისტებისთვის. ჩვენი კოლეგა, გიორგი გვახარია ესაუბრა ამ პროექტის ერთ-ერთ ავტორს, ანა ძიაპშიპას, რომელიც “რადიო თავისუფლების” თბილისის სტუდიას ესტუმრა.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.