Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გრძელდება საპროტესტო აქციები


უკრაინაში გრძელდება ევროინტეგრაციის მომხრეთა დემონსტრაციები. მოელიან, რომ აქციები ამ შაბათ-კვირასაც გაგრძელდება. დემონსტრანტების უკმაყოფილებას იწვევს უკრაინის ხელისუფლების უარი ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. ოპოზიციურ პარტია „ბატკივშჩინის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრ ტურჩინოვმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ ვილნიუსიდან პარასკევსვე ბრუნდებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათ შორის პარტია "უდარის" ხელმძღვანელი ვიტალი კლიჩკო. ტურჩინის თქმით, ისინი დემონსტრანტებს გააცნობენ ინფორმაციას ვილნიუსის სამიტზე და წარმოუდგენენ გეგმას, როგორ იბრძოლონ "ევროპული უკრაინისათვის".
XS
SM
MD
LG